Thursday, July 28, 2016

შექმენი შენი ისტორია


თავდაპირველად:

წაიკითხე (ან მოისმინე) ისტორიები.

შემდეგ:

შეარჩე ერთი ან მეტი წევრის ისტორია და დაწერე:
·      რომელი წევრი აირჩიე?
·      მე ვიგრძენი კავშირი ამ ისტორიასთან, იმიტომ რომ  -------------------
·      რას გრძნობს ეს წევრი ბულინგთან დაკავშირებით?
·      რა რჩევას მისცემდი მას?

ბოლოს:

წაიკითხე ყველა ტექსტი და მიეცი რჩევები წერილის ავტორებს. რჩევები შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარის სახით



გამოკითხვა






გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში

კითხვარი N2




გაეცი პასუხი კითხვებს და მონიშნე. თუ რომელიმე მათგნაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდეს, სთხოვე დახმარება დედას ან მამას.
გიცდია ოდესმე გამიზნულად გეწყენინებინოს სხვა ბავშვისთვის?
დაგიცინია თუ არა სხვა ბავშვებისთვის, იმის გამო თუ როგორ გამოიყურებიან ან იქცევიან ისინი?
ეშინიათ შენი სხვა ბავშვებს?
დამუქრებიხარ ან თუ დაგიტოვებია ბავშვები ჯგუფს გარეთ?
ცდილობ დაჩაგრო ბავშვები, როდესაც უფროსები არ არიან გარშემო?
დაგიზიანებია თუ არა სხვა ბავშვების ნივთები?
მოგწონს თუ არა, როდესაც სხვა ბავშვებს უფუჭებ ხასიათს?
აბრალებ თუ არა შენს პრობლემებს სხვებს?
ფიქრობ, რომ ზოგიერთი ადამიანი იმსახურებს ტკივილს?
გაგივრცელებია თუ არა სხვებზე ტყუილი (ჭორები) ტელეფონით ან ინტერნეტით?

რაც უფრო მეტ კითხვას მონიშნავ (დაეთანხმები) უფრო მეტადაა შესაძლებელი, რომ თქვენ ძალადობთ. რომ გაიგოთ უფრო მეტი, წაიკითხეთ ქვემოთმოცემული პუნქტები, შემდეგ იხილეთ რამდენიმე არაჩვეულებრივი იდეა თუ როგორ შეწყვიტოთ ძალადობა (დაშინება, გააჩნია კონტექსტს)
 • ესაუბრეთ დედას ან მამას, ან ვინმეს, ვისაც ენდობით. 
 • იფიქრეთ როგორი გრძნობაა როცა ძალადობენ სევდიანი, შემაშინებელი, მარტოსული ეს ისაა, როგორც გინდათ რომ სხვები გრძნობდნენ თავს? 
• წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ეს რომ თქვენს თავსხდებოდეს. 
 • იცოდეთ რომ არსებობს სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები ძალადობის წინააღმდეგ და ასევე, არსებობს შედეგები.

კითხვარი N1





წაიკითხეთ კითხვები და თუ თქვენ გქონიათ მსგავსი შემთხვევა მონიშნეთ. თუ გიჭირთ კითხვაზე პასუხის გაცემა დაიხმარეთ დედა ან მამა.



მოუმართავთ თუ არა ზედმეტი სახელით შენთვის?
ოდესმე შენთვის დაურტყამთ ან ხელი უკრავთ?ან წიხლი თუ ამოურტყამთ?
გაგრიყეს თუ არა ოდესმე ბავშვებმა?
დაუცინიათ თუ არა ოდესმე ბავშვებს გარეგნობის ან ქცევის გამო?
რთულია შენთვის მეგობრების გაჩენა?
ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ თქვენ გეშინოდათ სკოლაში წასვლა?
ხშირად ნერვიულობ, შფოთავ ან წუხარ?
გაუცინიათ თუ არა სხვა ბავშვებს, როცა შენ სხვამ გაწყენინა?
გაუკეთებია თუ არა თქვენთვის ვინმეს განზრახ იგნორი?
ოდესმე გიგრძვნია თავი ცუდად, იმის გამო თუ როგორ გექცეოდა სხვა?


რაც უფრო მეტ კითხვას მონიშნავ (დაეთანხმები) უფრო მეტად სავარაუდო, რომ თქვენ გატერორებენ.  წაიკითხეთ რჩევები ქვემოთ, შემდეგ  შეამოწმეთ ზოგიერთი დიდი იდეები, თუ როგორ უნდა შეაჩეროთ დაშინება.

•    დაგეგმეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ. იცოდეთ,  რომ თქვენ არ ხართ მარტო, არსებობენ ადამიანები ვინც ზრუნავენ თქვენზე და დაგეხმარებიან.

•    დაელაპარაკეთ დედას, მამას, მასწავლებელს ან ვინმე ზრდასრულს, რომელსაც ენდობით. არ იყოთ ჩუმად, არ იფიქროთ რომ ძალადობას თქვენ თვითონ მოაგვარებთ. თქმა, გამხელა არის მნიშვნელოვანი და ეს არაა ლაყბობა (ჩაშვება).

•    მიუჩინეთ ძალადობას თავი სადგილი! თქვენ გაქვთ უფლებები. უფლება რომ  ელაპარაკოთ ვინმეს, უფლება რომ  გრძნოთ თავი უსაფრთხოდ და შეაჩეროთ ძალადობა.

Wednesday, July 27, 2016

თიკას ამბავი





გამარჯობა, მე თიკა ვარ.

აქ ცოტა ხნის წინ გადმოვედი დედასთან, მამასთან და ჩემს პატარა ძმასთან ერთად. ის აუტისტია. აქ ჯერ ბევრ ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ ბევრ რამეს ვხედავ, რაც ხდება. მაგალითად, როგორ დასცინიან განსხვავებულ ბავშვებს. ეს არაა სწორი. მე ვცილობ ეს შევაჩერო, მიუხედავად იმისა რომ მეშინია.  დანამდვილებით მხოლოდ ორი რამ ვიცი: არავის მოსწონს ბულინგი და ყველა იმსახურებს პატივისცემას.

იქნებ კომენტარებში მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

ნათიას ამბავი




გამარჯობაა, მე ნათია ვარ, ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ეპილეფსია მაქვს. ჩემს ტვინში სიგნალები ირევა. ზოგჯერ სივრცეში ვიკარგები. წამლებს ვიღებ და ამიტომ ასე იშვიათად მემართება. მაგრამ ერთხელ ეს სკოლაში მომივიდა, ზოგიერთმა ბავშვმა დამცინა, თავი ძალიან ცუდად ვიგძენი. აღარ მინდა რომ ოდესმე იგივე განვიცადო.
როდესაც ვხედავ რომ ბავშვები სხვა ბავშვებს ჩაგრავენ, ძალიან ვბრაზდები. ჩვეულებრივ ასეთ დროს ჩემს მეგობრებს ვეძახი ხოლმე და ვეუბნებით რომ გაჩერდნენ. ერთად ჩვენ შეგვიძლია ბულინგის შეჩერება.

ნიკას ისტორია


ჰეი შენ, ჰო შენ.  მე ნიკა ვარ, ცუდი ლექსიკით. იცი ჩემი საყვარელი საქმიანობა რა არის? ბავშვების ატირება მიყვარს. არც იფიქრო რომ შენს მასწავლებელს უთხრა ამის შესახებ. თუ ეტყვი, შენც მათსავით გატირებ.
Powered by Blogger.

Download